სხვა

0:20 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ქალ ფრენბურთელა ნაკრები 23-წლიანი პაუზის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონია

ფრენბურთში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ნაკრებმა მოიგო. ხულიო ველასკოს გუნდს დიდებული პერიოდი აქვს და შარშან მოგებულ ოლიმპიადას მსოფლიოს ჩემპიონობაც დაუმატა.

ფინალში იტალიის ნაკრებმა თურქეთი დაძაბულ ბრძოლაში, ხუთ სეტში დაამარცხა. გადამწყვეტი მეხუთე სეტი იტალიამ 15:8 მოიგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

იტალია (ქალებში) ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი ტრიუმფი იყო 2002 წელს ბერლინში, ხოლო ახლა ბანგკოკში შეძლო პირველობა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ქალ ფრენბურთელთა ნაკრებმა შარშან პარიზის ოლიმპიური თამაშები მოიგო.

თურქეთი - იტალია 2:3 (23:25, 25:13, 24:26, 25:19, 8:15)

0.09617