ფეხბურთი

1:12 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დოკუსა და დე ბრუინის დუბლები ბელგიელებს ყაზახების დამარცხებაში დაეხმარა

დღეს, 7 სექტემბერს მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ რამდენიმე შესარჩევი მატჩი გაიმართა. მათგან რამდენიმეს გამოვარჩევთ.

ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მე-2 რაუნდის მატჩში გერმანიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებებს შორის. გერმანელებმა 3:1 გაიმარჯვეს.

სერჟ გნაბრიმ ანგარიში მეშვიდე წუთზე გახსნა და ბუნდესტიმი წინ გაიყვანა, ისააკ პრაისმა საპასუხო გოლი 34-ე წუთზე გაიტანა. ნადიმ ამირიმ უპირატესობა გერმანულ გუნდს 69-ე წუთზე დაუბრუნა, ფლორიან ვირცმა კი მასპინძელი გუნდის მესამე გოლი 72-ე წუთზე გაიტანა.

ამ თამაშის შემდეგ, გერმანიის ნაკრები სამი ქულით A ჯგუფის საკვალიფიკაციო ცხრილში მესამე ადგილზეა, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები კი სამი ქულით მეორეზე.

გერმანია შემდეგ მატჩს 10 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგთან გამართავს, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია იმავე დღეს სლოვაკეთს უმასპინძლებს.

J ჯგუფის მე-6 რაუნდის მატჩში ბელგიამ ყაზახეთს უმასპინძლა და 6:0 დაამარცხა. 42-ე წუთზე ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ბელგიის გუნდი დაწინაურდა. 44-ე წუთზე გარემარბმა ჯერემი დოკუმ მასპინძელთა უპირატესობა გააორმაგა. 52-ე წუთზე ნახევარმცველმა ნიკოლას რასკინმა თავისი გუნდის უპირატესობა დიდ ნიშნულამდე გაზარდა. 60-ე წუთზე დოკუმ დუბლი შეასრულა. 84-ე წუთზე დე ბრუინმა მეორე გოლი გაიტანა. 87-ზე კი მცველმა ტომას მენიემ მოამთავრა საქმე.

ყაზახეთი შესარჩევი ტურნირის J ჯგუფში მეოთხე ადგილზეა ხუთ მატჩში სამი ქულით. ბელგიამ ქულების რაოდენობა 10-მდე გაზარდა და მეორე ადგილზეა. ლიდერ ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩამორჩენა ერთი ქულაა, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.

სხვა მატჩები: ლუქსემბურგი - სლოვაკეთი 0:1, პოლონეთი - ფინეთი 3:1, ლიეტუვა - ნიდერლანდები 2:3, ჩრდილოეთ მაკედონია - ლიხტენშტაინი 5:0.

0.084535