საფრანგეთის ნაკრების კალათბურთელ გერშონ იაბუსელეს საქართველოსთან მატჩის შემდეგ შერეულ ზონაში, როდესაც ინტერვიუს აძლევდა, ქართველი ჟურნალისტის ქმედება არ მოეწონა.
„ბრავო ბიჭები“ - ხმამაღლა დაიძახა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, როდესაც იაბუსელე საუბრობდა, რაც ფრანგს არ მოეწონა და ქართველ ჟურნალისტს უთხრა:
„ჰეი, ჰეი, ჩვენ აქ ვსაუბრობთ, დამშვიდდი. შენ ჟურნალისტი ხარ და არა მოთამაშე“, - თქვა ფრანგმა კალათბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრები 80:70 დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, სადაც 10 სექტემბერს, ფინეთის ნაკრებს შეხვდება.