ფეხბურთი

10:40 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვინჩენცო მონტელა: "შედეგის გამო ვწუხვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერები დავბრუნდებით"

თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან განცდილი მარცხის 0:6 შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. იტალიელი სპეციალისტის თქმით, მისი გუნდი აღნიშნული მატჩიდან სწორ დასკვნებს გამოიტანს და უფრო ძლიერები დაბრუნდებიან.

"ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა, საწყის წუთებში ორი კარგი მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. მეტოქე გუნდი კი ორჯერ გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე და ორი გოლი გაიტანეს. ბუნებრივია ამ ყველაფერმა ფეხბურთელებზე იმოქმედა, რამაც შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. ესპანეთის ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაგვჩაგრა, ისინი იგებდნენ ყველა დუელს და მომენტებს მარტივად გვიქმნიდნენ. შედეგის გამო ძალიან ვწუხვარ, თუმცა თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, აღნიშნული მატჩიდან ბევრი რამის სწავლა შესაძლებელია. ვფიქრობ ხანდახან ასეთი მარცხი საჭიროა, რომ უფრო გაძლიერდე და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შეხვედრებში ჩვენ ყველაფერს გამოვასწორებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით." განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს ესპანეთის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს, საქართველოს და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, ბულგარეთს - 0. მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო ბულგარეთი - თურქეთს.

0.09985