სხვა

11:41 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

VAMOS – თქვენი გზა ევროპული მომავლისკენ!

VAMOS საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ ბინადრობის ნებართვა (რეზიდენტობა) ესპანეთსა და იტალიაში.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ თქვენთვის ახალი ცხოვრების დაწყებას, იქნება ეს არსებული დისტანციური სამსახურის ფონზე, თუ აქტიური შემოსავლის გარეშე - პასიური შემოსავლით, ან არსებული დანაზოგის ხარჯზე. ჩვენ გთავაზობთ სრულ საკონსულტაციო მომსახურებას, დოკუმენტაციის მომზადებას, მათ შორის, თარგმნის ორგანიზებას და პროცესის ყველა ეტაპის მხარდაჭერას.

2024 წლიდან, ესპანეთისა და იტალიის მთავრობებმა მიიღეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს არაევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მიცემას იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტს შეუძლია იმუშაოს დისტანციურად ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ესპანეთსა და იტალიიდან. აქვე აღსანიშნავია, რომ აპლიკანტი ყოველთვიურ სტაბილურ ანაზღაურებას არ უნდა იღებდეს ესპანეთიდან ან იტალიიდან. მარტივად რომ ვთქვათ, სხვა ქვეყანაში აღებული ხელფასით უნდა იცხოვროთ ესპანეთში/იტალიაში, ამავე ქვეყნებში გადაიხადოთ გადასახადები და მიიღოთ ყველა ის ბენეფიტი, რასაც იღებს ევროპის მოქალაქე.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

ციფრული (დისტანციური) თანამშრომლის ვიზა (Digital Nomad Visa) - პროცესის ხანგრძლივობა 3-5 თვე;

არა-მომგებიანი ვიზა (Non-Lucrative Visa);

Digital Nomad Visa – ციფრული რეზიდენტი - ახალი შესაძლებლობები ევროპაში.

ბოლო წლებში დისტანციური მუშაობა სულ უფრო პოპულარული ხდება. სპეციალისტებსა და თავისუფალ პროფესიონალებს დღეს შეუძლიათ საკუთარი საქმიანობა ინტერნეტის საშუალებით განახორციელონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სწორედ ამ ტენდენციამ წარმოშვა ახალი ტიპის რეზიდენტობის პროგრამები, მათ შორის – Digital Nomad Visa, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია ესპანეთსა და იტალიაში.

თუ მუშაობთ დისტანციურა და ხართ ფრილანსერი, კომპანია VAMOS დაგეხმარებათ მიიღოთ ბინადრობის ნებართვა (რეზიდენტობა) ესპანეთსა ან იტალიაში 1-3 წლით, რის შემდეგაც თქვენ შეგიძლიათ რეზიდენტობის სტატუსის გაგრძელება, სხვა ტიპის რეზიდენტის სტატუსში მოდიფიცირება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოითხოვოთ მუდმივი ბინადრობის უფლება.

ჩვენ გთავაზობთ:

პირველი ვიდეო-კონსულტაცია (60 წთ და თქვენი ქეისის ზოგადი მიმოხილვა);
მოთხოვნების დეტალური ანალიზი;
დოკუმენტაციის მომზადება;
კომუნიკაცია ესპანეთის/იტალიის წარმომადგენლობასთან;

ესპანეთის/იტალიის ტერიტორიაზე დოკუმენტების შეტანის პროცესში სრული ჩართულობა;

სავიზო მოსაკრებლის გადახდის პროცესის მხარდაჭერა ესპანეთის შესაბამის ბანკში;

თითის ანაბეჭდის პროცედურის მოსაკრებლის გადახდის პროცესის მხარდაჭერა ესპანეთის შესაბამის ბანკში;

საემიგრაციო დეპარტამენტში შეხვედრის დანიშვნა თითის ანაბეჭდების ასაღებად;

საემიგრაციო დეპარტამენტში თითის ანაბეჭდების ვიზიტზე თანხლება;

ბინადრობის გაფორმების სრული პროცესის მხარდაჭერა ესპანეთის/იტალიის რეზიდენტობის ბარათის აღების პროცედურის ჩათვლით;

არა-მომგებიანი ვიზა (Non-lucrative Visa) - დანაზოგით/პასიური შემოსავლით უზრუნველყოფილი ვიზა

არა-მომგებიანი ვიზისთვის საჭიროა დაამტკიცოთ, რომ გაქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი ესპანეთში ცხოვრებისათვის, შემოსავლის გარეშე. ზუსტი თანხა შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ, როგორც წესი, მოითხოვება ყოველთვიური შემოსავალი ან დანაზოგი, რომელიც შეესაბამება მინიმუმ SMI-ის (ესპანეთში კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის) 400%-ს.

თუ გაქვთ დანაზოგი ან სტაბილური პასიური შემოსავალი და გსურთ ცხოვრება ესპანეთში სამსახურებრივი მოვალეობების გარეშე, Non-lucrative Visa საუკეთესოარჩევანია.
ფინანსური დოკუმენტაციის ანალიზი
ბინადრობის მოთხოვნების პროცესების მხარდაჭერა
ოჯახის წევრებისთვის განაცხადის გაფორმება
ბინადრობის გაგრძელების და აღდგენის მომსახურება

ძირითადი ბენეფიტები

რეზიდენტობის სტატუსი – Digital Nomad Visa გაძლევთ შესაძლებლობას იცხოვროთ ესპანეთსა თუ იტალიაში სრული სამართლებრივი სტატუსით. ეს ნიშნავს, რომ სარგებლობთ იმავე უფლებებით, რომლითაც სხვა რეზიდენტები და/ან მოქალაქეები (ყოველდღიური ცხოვრების ძირითად ასპექტებში) სარგებლობენ.

თავისუფალი გადაადგილება – მიღებული რეზიდენტობით შეგიძლიათ მარტივად იმოგზაუროთ შენგენის ზონაში, დამატებითი ვიზების გარეშე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც საქმიანობის ან პირადი ინტერესების გამო ხშირად უწევს გადაადგილება ევროპაში.

ოჯახის წევრების გადმოყვანა – ვიზა იძლევა შესაძლებლობას, თქვენმა მეუღლემ/პარტნიორმა და შვილებმა, ასევე მიიღონ რეზიდენტის სტატუსი. ეს ბევრ ნომადს (ციფრულ რეზიდენტს) აძლევს საშუალებას პირადი და პროფესიული ცხოვრება ერთ სივრცეში მოათავსოს.

ევროპულ ჯანდაცვაზე წვდომა – როგორც რეზიდენტი, შეძლებთ ისარგებლოთ ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას თქვენთვის და თქვენი ოჯახის წევრებისთვის.

სწავლის შესაძლებლობები – თქვენი შვილები მიიღებენ წვდომას ადგილობრივ საჯარო და კერძო სკოლებში, თქვენ კი, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ენის კურსებითა და უნივერსიტეტებით. ეს განსაკუთრებით მიმზიდველია ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ განათლების ხარისხიანი გაგრძელება ევროპაში.

ცხოვრების სტილი და გარემო – ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები პოპულარულია არამხოლოდ რბილი კლიმატით, არამედ კულტურით, გასტრონომიითა და ცხოვრების მაღალი სტანდარტით. ესპანეთი და იტალია ციფრული რეზიდენტებისთვის მიმზიდველია როგორც სამუშაოდ, ასევე დასვენებისა და ინსპირაციისთვის.

რატომ - VAMOS?

Digital Nomad Visa-ს მიღების პროცესი მოითხოვს დოკუმენტაციისა და მოთხოვნების დეტალურად შესწავლას და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებას. სწორედ აქ გეხმარებათ http://vamos.com.ge/ – პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ციფრული ნომადებისთვის ვიზის მომზადებასა და პროცესის მართვაში.

!!! დოკუმენტაციის წინასწარი ექსპერტიზა თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად!

მომსახურების საფასური 3700 ევრო ერთი აპლიკანტის შემთხვევაში (ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად).

2 ან მეტი და ოჯახის სხვა წევრის დამატების შემთხვევაში - მომსახურების საფასურის შეთანხმდება ინდივიდუალურად.

!!!უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, თანხა გიბრუნდებათ უკან!

აუცილებელი პირობა! სავალდებულოა სუფთა კრიმინალური წარსული!

VAMOS - ჩვენ გეხმარებით გადადგათ პირველი წარმატებული ნაბიჯი ევროპაში ცხოვრებასა და განვითარებისკენ.

დაგვიკავშირდით დღესვე და შექმენით თქვენი ახალი ისტორია ესპანეთში ან იტალიაში!

ელფოსტა:info@vamos.com.ge
ვებგვერდი: http://vamos.com.ge/

კონსულტაციის დაჯავშნა წინასწარ, მითითებულ ტელეფონის ნომერზე!

Tel: 0706122063 (ზარი საქართველოდან)

Tel: +995 706122063 (ზარი უცხოეთიდან)

კონსულტაციის ღირებულება - 1 საათი 50 ევრო, რომელიც თანამშრომლობის შემთხვევაში, შეადგენს სრული თანხის ნაწილს.

®

0.088664