ფეხბურთი

13:42 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალმა თურქეთში პასპორტი დაკარგა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრები სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:0 გაანადგურა.

როგორც თურქული გამოცემა Beyaz Futbol-ი იტყობინება, მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც "ფურია როხას" ფეხბურთელები ავტობუსსში ჯდებოდნენ გაირკვა, რომ "ბარსელონას" შემტევმა ლამინ იამალმა პასპორტი დაკარგა და მისი ძებნა დაიწყო, დიდხნიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა ვარსკვლავმა პასპორტი ვერ იპოვა. მოგვიანებით ინფორმაცია ესპანურმა გამოცემებმაც დაადასტურეს, თუმცა მათივე თქმით, იამალს ამის გამო პრობლემები არ შეექმნება და სამშობლოში დაბრუნებას დროულად მოახერხებს. სოციალურ ქსელში ასევე ამ ფაქტის ვიდეო მასალაც გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფს ესპანეთის ნაკრები 6 ქულით ლიდერობს, საქართველოს და თურქეთს 3-3 ქულა აქვთ, ბულგარეთს - 0. მომდევნო ტურში 11 ოქტომბერს, ესპანეთი საქართველოს უმასპინძლებს, ხოლო ბულგარეთი - თურქეთს.

0.091395