კალათბურთი

14:58 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის 3 მილიონ ლარს მიიღებს

დღეს, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკალათბურთო და საფეხბურთო ნაკრებებს წარმატება მიულოცა. მისი განცხადებით, კალათბურთელებს, ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს. ნაკრები 3 მილიონ ლარს მიიღებს ევრობასკეტზე მოგებული ყოველი შემდგომი თამაშისთვის.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი 80:70 დაამარცხა და ევრობასკეტზე პირველად მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ჩვენს ნაკრებში გამორჩეულები 24-24 ქულით კამარ ბოლდუინი და თორნიკე შენგელია იყვნენ. ბოლდუინმა საერთოდ საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნაკრებში და მერვედფინალური ეტაპის MVP-ის ჯილდოსთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება 10 სექტემბერს 18:00 საათზე გაიმართება.

0.126608