თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველმა სპეციალისტმა ფამაგუსტელებთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
თემურ ქეცბაია „ანორთოსისში“ 2005-2009 და 2019-2022 წლებში მუშაობდა, ორივე პერიოდში ძალიან წარმატებით და 2008-2009 წლების სეზონში კვიპროსული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა. „ანორთოსისმა“ მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო და ორ ტურში ერთი ქულა აქვს მოპოვებული.
57 წლის სპეციალისტს „ანორთოსისის“ გარდა, „ოლიმპიაკოსში“, საქართველოს ნაკრებში, „აპოელში“, „აეკში“, „ორენბურგსა“ და კვიპროსის ნაკრებში აქვს ნამუშევარი.