სხვა

18:41 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტთა ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, სადაც ძიუდოისტთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საქართველოს ნაკრებმა თოთხმეტი სპორტსმენით (ცხრა ბიჭი და ხუთი გოგო) იასპარეზა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდისთვის შედეგიანი გამოდგა 90 და 100 კილოგრამ წონითი კატეგორიები.

90 კილოგრამ წონით კატეგორიის ბრინჯაოს ფინალში თანაგუნდელების - ლუკა ჯავახიშვილის და ლუკა ქარელიშვილის გზები გადაიკვეთა. იპონით ჯავახიშვილმა გაიმარჯვა.

ორი ბრინჯაოს მედალია მოპოვებული 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ნოდარ ალაფიშვილმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პოლონელი მარცინ ვალენციაკი ორი ვაზარით დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს მესამე ბრინჯაოს ჯილდო შესძინა გიორგი ბენდელიანმა. ქართველმა ძიუდოისტმა სომეხ გორ კარაპეტიანთან შეხვედრაში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, წმინდა გამარჯვება მოიპოვა.

GEONOC.ORG.GE

0.171531