ფეხბურთი

19:50 | 8.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იური ტაბატაძე "კადისის" ისტორიაში ორი მატჩით შევიდა

იური ტაბატაძე „კადისში“ 10 დღის წინ გადავიდა, მაგრამ კლუბის ისტორიაში შესვლა უკვე მოასწრო.

ის პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელმაც „კადისის“ მაისურით საწყის ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა სადებიუტო შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა, ხოლო მეორე თამაშში დუბლი შეასრულა. "კადისის" ისტორიაში მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჰქონია.

ქართველ გარემარბამდე ეს ბოლოს 1997/98 წლების სეზონში მიგელ პუენტემ მოახერხა. მან სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა, მეორე შეხვედრაში კი ერთი გოლი გაიტანა. 1959/60 წლების სეზონში ანტონიომ დებიუტში ერთი გოლი გაიტანა, მერე დუბლი შეასრულა. 1954/55 წლების სეზონში გალიარდომ კადისური კარიერა ორი გოლით და მეორე შეხვედრაში კიდევ ერთი გაიტანა. 1946/47 წლების სეზონში პაკირიმ ჯერ დუბლი შეასრულა და შემდეგ ერთხელ გაიტანა, ხოლო იგივე მანამდე 1944/45 წლების სეზონში გარიდომ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ იური ტაბატაძემ „კადისს“ სადებიუტო მატჩში „ალბასეტესთან“ მოაგებინა (2:1), ხოლო „სოსიედად B“-სთან შესრულებული დუბლით ქულა მოაპოვებინა (3:3).

0.099279