აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა აზერბაიჯანში ძალიან ცუდად იმუშავა - 11 მატჩი, 0 მოგება, 2 ფრე და 9 წაგება. ისლანდიასთან 0:5 განადგურების შემდეგ კი, მას კარისკენ მიუთითეს.
აღსანიშნავია, რომ სანტუშს შედეგების გარდა, თამაშის ხარისხსაც უწუნებდნენ. ის კომპენსაციის სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს.
ფერნანდუ სანტუშმა არაერთგან იმუშავა, უმეტესად სამშობლოსა და საბერძნეთში, ყველაზე დიდ წარმატებას კი, პორტუგალიის ნაკრებში მიაღწია, რომელსაც 2016 წელს ევროპის ჩემპიონატი და 2019 წელს ერთა ლიგა მოაგებინა.