ტუნისის ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს და მეორე აფრიკული ნაკრებია, რომელმაც ეს საგზური უკვე გაინაღდა.
H ჯგუფის მერვე ტურში ტუნისმა სტუმრად ეკვატორული გვინეა 1:0 დაამარცხა, შედეგად 22 ქულა გაუხდა და ჯგუფში პირველ ადგილში ვერავინ შეეცილება.
ტუნისი მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს, სულ კი - მეშვიდედ.
მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მასპინძლების, აშშ-ს, მექსიკის და კანადის გარდა, უკვე მოიპოვეს ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, მაროკომ, ტუნისმა, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ და ახალმა ზელანდიამ.