სატრანსფერო ბაზარზე მიუნხენის „ბაიერნის“ მუშაობა ული ჰიონესმა შეაფასა. როგორც მან თქვა, ნიკოლას ჯექსონის გამოსყიდვას არ აპირებენ, ხოლო ნიკ ვოლტემადე 90 მილიონი ევრო არ ღირს.
„ბარსელონა“ საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როდესაც მხოლოდ ყიდულობ, ყიდულობ, ყიდულობ და შემდეგ 1.2 მილიარდი ევროს ვალი გრჩება და არაფრის გაკეთება არ შეგიძლია.
ვოლტემადე 90 მილიონი ევრო არ ღირს, ასეთი ფასი მას მხოლოდ საუდის არაბეთიდან წამოსული ფულის გამო აქს. ჯექსონი? მისი იჯარა 13.5 მილიონი ევრო დაგვიჯდა, მასთან მუდმივი კონტრაქტი ნამდვილად არ იქნება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ძირითადი შემადგენლობიდან 40 მაჩს ითამაშებს, რაც არასდროს მოხდება“, - თქვა ჰიონესმა.