ფეხბურთი

1:19 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

კოსოვომ შვედეთი დაამარცხა, ხორვატიამ მონტენეგრო გაანადგურა

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა.

B ჯგუფში მეორე ტური იყო, სადაც სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. კოსოვოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვედეთის ნაკრები 2:0 დაამარცხა. შვედებს ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, მაგრამ ედონ ჟეგროვასა და ამირ რაჰმანის გარეშე მოთამაშე კოსოვოსთან ვერაფერი გააწყვეს.

შვეიცარიამ სლოვენიის ნაკრებს საკუთარ მოედანზე 3:0 აჯობა და შესარჩევი ეტაპი ძალიან კარგად დაიწყო. ორი ტურის შემდეგ შვეიცარია 6 ქულით ლიდერია, კოსოვოს 3 ქულა აქვს, შვედეთსა და სლოვენიას თითო ქულა აქვთ.

1. შვეიცარია 2 2 0 0 7 0 7 6
2. კოსოვო 2 1 0 1 2 4 -2 3
3. შვედეთი 2 0 1 1 2 4 -2 1
4. სლოვენია 2 0 1 1 2 5 -3 1

C ჯგუფშიც მეორე ტური იყო, სადაც დანიის ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთს 3:0 სძლია და პირველი გამარჯვება მოიპოვა. შოტლანდიამ სტუმრად ბელარუსის ნაკრებს 2:0 აჯობა. ორი ტურის შემდეგ დანიას და შოტლანდიას 4-4 ქულა აქვთ, საბერძნეთს 3, ხოლო ბელარუსს - 0.

1 დანია 2 1 1 0 3 0 3 4
2 შოტლანდია 2 1 1 0 2 0 2 4
3 საბერძნეთი 2 1 0 1 5 4 1 3
4 ბელარუსი 2 0 0 2 1 7 -6 0

L ჯგუფში ხორვატიის ნაკრებმა მონტენეგროს ნაკრები 4:0 გაანადგურა და შესარჩევ ციკლში უდანაკარგოა - ოთხ მატჩში 12 ქულა აქვს. აუტსაიდერების, გიბრალტარისა და ფარერების შეხვედრაში სტუმრებმა 1:0 გაიმარჯვეს. ხორვატიას და ჩეხეთს 12-12 ქულა აქვთ, მაგრამ ჩეხებს მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. ისინი გაითამაშებენ პირველ-მეორე ადგილს. ფარერები და მონტენეგრო 6-6 ქულით იწონებენ თავს, გიბრალტარი უქულოა.

1. ხორვატია 4 4 0 0 17 1 16 12
2. ჩეხეთი 5 4 0 1 11 6 5 12
3. ფარერები 5 2 0 3 4 5 -1 6
4. მონტენეგრო 5 2 0 3 4 9 -5 6
5. გიბრალტარი 5 0 0 5 2 17 -15 0
0.091432