ფეხბურთი

11:09 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი 21-ე საუკუნეში საგოლე გადაცემებით „ბარსელონას“ ლეგენდას დაეწია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის J ჯგუფის მატჩში ბელგიის ნაკრებმა შინ ყაზახეთის ნაკრები 6:0 დაამარცხა. მასპინძელთა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა ამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა, რითაც ისტორიაში თავისი სახელი ჩაწერა.

Noite de Copa-ს ცნობით, საგოლე გადაცემამ კევინი XXI საუკუნეში ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საგოლე გადაცემების რაოდენობით ურუგვაელ თავდამსხმელს, ლუის სუარესს გაუთანაბრდა. ახლა ორივე ფეხბურთელს 291 საგოლე გადაცემა აქვს. მხოლოდ დუშან ტადიჩს (სერბეთი) - 292 და ლიონელ მესის (არგენტინა) – 389 აქვთ მეტი ასისტი..

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში დე ბრუინი იტალიურ „ნაპოლიში“ გადავიდა „მანჩესტერ სიტიდან,“ სადაც მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდა.

0.090448