ფეხბურთი

12:56 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ორ მატჩში ზედიზედ ხუთი გოლი გაიტანა

ისტორიაში პირველად იტალიის ნაკრებმა ზედიზედ ორ ოფიციალურ მატჩში ხუთ-ხუთი გოლი გაიტანა - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი opta.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპის მე-5 და მე-6 ტურების მატჩებში იტალიის ნაკრებმა ესტონეთის (5:0) და ისრაელის (5:4) ნაკრებები დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ეს თამაშები პირველი იყო „სკუადრა აძურასთვის“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს ხელმძღვანელობით, რომელმაც ზაფხულში ლუჩანო სპალეტი შეცვალა.

იტალიის ნაკრების შემდეგი მატჩი შესარჩევ ეტაპზე 11 ოქტომბერს ესტონეთთან გაიმართება.

I ჯგუფის ცხრილში იტალია ოთხ მატჩში ცხრა ქულით მეორე ადგილზეა. ლიდერ ნორვეგიასთან ჩამორჩენა სამი ქულაა.

0.064054