ფეხბურთი

16:39 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოსთან წაგების შემდეგ ბულგარეთის ნაკრებიდან მწვრთნელი გაათავისუფლეს

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილიან ილიევი გაათავისუფლა.

მხარეებს შორის შეხვედრა შედგა, რის შედეგადაც, გადაწყვეტილება მიიღეს. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეცვლის 57 წლის სპეციალისტს.

ილიევს ესპანეთთან (0:3) და საქართველოსთან (0:3) წაგებები არ აპატიეს. ის ბულგარეთის ნაკრებში 2023 წლიდან მუშაობდა. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს სტუმრად 18 ნოემბერს დაუპირისპირდება.

0.096436