ფეხბურთი

17:10 | 9.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნოტინგემის" მწვრთნელად პოსტეკოღლუ დაინიშნა

„ნოტინგემის“ მთავარ მწვრთნელად ენჯ პოსტეკოღლუ დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ავსტრალიელმა სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმა და ნუნუ ეშპირიტუ სანტუ შეცვალა. პოსტეკოღლუ ბოლოს „ტოტენჰემში“ მუშაობდა, რომელსაც ევროპა ლიგა მოაგებინა, მაგრამ სამსახურიდან მაინც დაითხოვეს.

„ნოტინგემს“ პრემიერლიგის სამ ტურში 4 ქულა აქვს მოპოვებული, პოსტეკოღლუს დებიუტი კი, 13 სექტემბერს, „არსენალთან“ საგარეო მატჩში შედგება.

0.085141