თურქეთის ნაკრები ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტია, რომელმაც პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პოლონეთი ადვილად, 91:77 დაამარცხა.
პირველი პერიოდი ფრედ, 19:19 დასრულდა, მაგრამ მეორე პერიოდი თურქებმა 27:13 მოიგეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა. მეორე ტაიმში ეს სტატუსქვო არ შეცვლილა (19:18, 26:27 მესამე-მეოთხე პერიოდებში).
სამმაგი დუბლი შეასრულა ალფერენ შენგუნმა, რომელმაც 31 წუთში 19 ქულა, 12 მოხსნა და 10 დააგროვა. ის მეხუთე ევრობასკეტის ისტორიაში, ვინც ეს მოახერხა. 13-13 ქულა დააგროვეს შეინ ლარკინმა და შეჰმუს ჰაზერმა, 10-10 ქულა ჯედი ოსმანმა, ერჯან ოსმანმა და ფურკან კორკმაზმა, ხოლო 11 ქულა ჰქონდა ქენან სიპაჰის. პოლონეთის ნაკრებს 19-19 ქულით ჯორდან ლოიდმა და მატეუშ პონიტკამ ულიდერეს.
თურქეთი ნახევარფინალში საბერძნეთსა და ლიეტუვას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.