მადრიდის „ატლეტიკოს“ და სლოვაკეთის ნაკრების მცველმა დავიდ ჰანცკომ ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა და „ალ-ნასრის“ შეთავაზებაზე გააკეთა კომენტარი.
ჰანცკო „ფეიენოორდიდან“ ახლოს იყო საუდის არაბეთში გადაბარგებასთან, მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება ჩაიშალა და „ატლეტიკოში“ გადავიდა.
„ყოველთვის მინდოდა ევროპაში დარჩენა, „ალ-ნასრი“ პირველი არჩევანი არ იყო. ადრე ვისაუბრე მწვრთნელებთან და დირექტორთან, მაგრამ ტრანსფერი კონკრეტული არასდროს ყოფილა. წელს ერტადერთი შეთავაზება მივიღე, „ალ-ნასრში“ წასვლა ნამდვილად არ იყო იდეალური არჩევანი, ჩემი ორსული მეუღლე სამყაროს სხვა ნაწილში უნდა წამეყვანა, მაგრამ „ალ-ნასრის“ შეთავაზება საოცარი იყო. არ მოვიტყუები, თუ შევადარებ კონტრაქტებს, „ატლეტიკოში“ 20 წელი უნდა ვითამაშო იმ თანხის გამოსამუშავებლად, რასაც არაბეთში მთავაზობდნენ“, - თქვა სლოვაკმა მცველმა.