„ბარსელონას“ ფეხბურთელის, ლამინ იამალის მიზნები ამბიციურია და ის არ აპირებს ოქროს ბურთის ერთხელ მოგებით დაკმაყოფილებას. როგორც ესპანელმა თქვა, მისი მიზანი ოქროს ბურთის ბევრჯერ მოგებაა.
„ჩემს მეგობრებს ვუთხარუ, რომ ერთი ოქროს ბურთის მოგებაზე არ ვოცნებობ, ჩემი ოცნება ბევრი ოქროს ბურთის მოგებაა. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ამის მისაღწევად ყველანაირი ხარისხი აქვს. თუ მეტ ოქროს ბურთს ვერ მოვიგებ, ეს იმიტომ მოხდება, რომ რაღაც არასწორად გავაკეთე ან არ მინდოდა. ბევრის მოგებაზე ვოცნებობ და როდესაც ეს დღე დადგება, ძალიან ბედნიერი ვიქნები“, - თქვა იამალმა.
ლამინ იამალი წელს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, ხოლო 2024 წელს მერვე ადგილზე გავიდა.