საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა თბილისში საბერძნეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა.
ისევე, როგორც ორი დღის წინ გამართული ამ გუნდების სპარინგი, ესეც ფრედ, 0:0 დასრულდა. ამრიგად, ვასილ მაისურაძის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაასრულა.
ნოემბერში, ხორვატიაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები შესარჩევ ეტაპზე ხორვატიას, სერბეთს და გიბრალტარს დაუპირისპირდება. ორი საუკეთესო ნაკრები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.
მატჩების განრიგი
საქართველო - ხორვატია (12 ნოემბერი)
საქართველო - სერბეთი (15 ნოემბერი)
საქართველო - გიბრალტარი (18 ნოემბერი).
საბერძნეთთან ამხანაგურ მატჩებში ითამაშა ჯამალ კაიშვილმა, რომელიც ახლახან შეუერთდა ჩვენს ასაკობრივ ნაკრებს, ხოლო კარს მათე ყავლაშვილი იცავდა, რომელიც ბელგიის ჩემპიონ „უნიონში“ ირიცხება.