საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყო.
რამაზ სვანაძის გუნდმა ქუთაისში, ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლა, რომელიც ვერ დაამარცხა და უკვე შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
საქართველომ თამაში კარგად დაიწყო: ირაკლი იეგოიანის დარტყმა ხარიხას მოხვდა, ხოლო რამდენიმე წამში ანგარიში მაინც გაიხსნა. თავი გაბრიელ სიგუამ გამოიჩინა. თუმცა, სწრაფი გოლი სვანაძის გუნდს ვერ დაეხმარა, რადგან უპირატესობა ვერ გაზარდა.
ჩრდილოეთ ირლანდია დროთა განმავლობაში უმატებდა და უფრო სახიფათო ხდებოდა, რამაც შედეგიც გამოიღო: 68-ე წუთზე მეთიუ ორმა წონასწორობა აღადგინა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, რადგან დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩებს ოქტომბერს ჩაატარებს: 10 ოქტომბერს, ლატვიას ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს - მალტას.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის 14 საგზური გათამაშდება - 9 ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა, ასევე, საუკეთესო მეორე ადგილოსანი, ხოლო დანარჩენი 8 მეორეადგილოსანი პლეი-ოფში ოთხ წყვილს შექმნის და ოთხი გამარჯვებულიც ფინალურ ეტაპზე გავა. ევროპის ჩემპიონატი 2027 წლის ზაფხულში ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება.
საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია 1:1 (1:0)
ქუთაისი, „რამაზ შენგელია“
საქართველო (4-2-3-1): მაქაცარია; ბუკია (ქარსელაძე 74), ნარიმანიძე, ლაცაბიძე, ხარებაშვილი; ლორთქიფანიძე (გეგიაძე 74), სიგუა (გოცირიძე 90); ტაბატაძე (ბასილაძე 55), იეგოიანი, წულუკიძე (დადიანი 74); დეისაძე
გოლები: 1:0 სიგუა (7), 1:1 ორი (68)