საბერძნეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლიეტუვა დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ვასილის სპანულისის გუნდმა მეტოქეს შანსი თითქმის არ მისცა და დაძაბულობის გარეშე, 87:76 აჯობა. ბერძნებმა სამი პერიოდი მოიგეს და მატჩს ინტრიგა რეალურად პრაქტიკულად არ ჰქონია. შედეგიც სრულიად ლოგიკურია.
იანის ანტეტონკუმპო ამჯერად 29 ქულას დასჯერდა, მაგრამ სხვებმაც კარგად ითამაშეს: ვასილიოს ტოლიპულოსის აქტივში 17 ქულა იყო, კოსტას სლუკასმა 11 ქულა დააგროვა. ლიეტუვის ნაკრებში იონას ვალანჩუნასი გამოირჩა 24 ქულით და 15 მოხსნით, მაგრამ სხვებმა მხარი სათანადოდ ვერ აუბეს.
საბერძნეთის ნაკრები ევრობასკეტის ნახევარფინალში 12 სექტემბერს, თურქეთის ნაკრებს შეხვდება.