ნორვეგიის ნაკრები 2000 წლის შემდეგ დიდ ტურნირზე არ ყოფილა, მაგრამ ეს დროის ამბავია - 2026 წლის მუნდიალზე იქნება.
სკანდინავიელები უბრალოდ დაფრინავენ საკვალიფიკაციო ეტაპზე: 5 მატჩი 5 მოგება. ნორვეგიამ შინ მოლდოვა 11:1 გაანადგურა...
მოლდოვა ძალიან სუსტია, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრებია, მაგრამ ანგარიში მაინც შთამბეჭდავია. 12-ვე გოლი ნორვეგიელებმა გაიტანეს, ოღონდ, ლეო ოსტიგორმა საკუთარ კარში.
5 გოლი გაიტანა ერლინგ ჰოლანდმა, ორი საგოლე პასიც გააკეთა. შეცვლაზე შევიდა და პოკერი შეასრულა თელო ოსგორმა.
ნორვეგია ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს, 6 ქულით უსწრებს იტალიას, თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული, მაგრამ იტალია ნორვეგიას ვერ გადაასწრებს, სასწაული უნდა მოხდეს და აი რატომ:
უპირატესია ბურთების შეფარდება თანაბარ ქულებზე. ახლა ნორვეგიას აქვს +21, ხოლო იტალიას +5. სხვაობა უდიდესია. ნორვეგიას იტალიასთან შინ 3:0 აქვს მოგებული, სტუმრად სათამაშო აქვს, მაგრამ ის მატჩი რომც წააგოს, ბურთების ბალანსი გადაწყვეტს ყველაფერს და ისეთი სხვაობაა, ნორვეგიელთა მხარეს იქნება ბალანსი.
და, ხომ შეიძლება ნორვეგიამ იტალიაში წააგოს და იქამდე ქულები დაკარგოს? კი, შეიძლება, მაგრამ ჯგუფში სხვა მეტოქეები ძალიან სუსტები არიან. ნორვეგიას სათამაშო დარჩა ისრაელთან და ესტონეთთან სახლში, იტალიასთან გასვლა. მოკლედ, ისრაელსა და ესტონეთს თუ მოუგებს, რისი შანსიც უდიდესია, ნორვეგია 1998 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, ხოლო ევრო 2000-ის შემდეგ დიდ ტურნირზე.
და იტალია? დიდი შანსია, ზედიზედ მესამედ ვერ გავიდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ერთადერთი შანსია - ჯგუფში მეორე ადგილი და შემდეგ პლეი-ოფი, სადაც ორი მეტოქე უნდა დაამარცხოს, რაც ურთულესი ამბავია...
1. | ნორვეგია | 5 | 5 | 0 | 0 | 24 | 3 | 21 | 15 |
2. | იტალია | 4 | 3 | 0 | 1 | 12 | 7 | 5 | 9 |
3. | ისრაელი | 5 | 3 | 0 | 2 | 15 | 11 | 4 | 9 |
4. | ესტონეთი | 5 | 1 | 0 | 4 | 5 | 13 | -8 | 3 |
5. | მოლდოვა | 5 | 0 | 0 | 5 | 3 | 25 | -22 | 0 |