კაბო ვერდეს ნაკრები ერთ ნაბიჯშია ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასთან.
აფრიკის ზონის D ჯგუფის მერვე ტურში კაბო ვერდემ უშუალო კონკურენტი კამერუნი, რომელსაც მატჩამდე ქულით უსწრებდა, 1:0 დაამარცხა და ახლა 4 ქულით უსწრებს. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე დაილონ ლივრამენტომ გაიტანა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რომ ქვეყანაში ერთი დღით დასვენების დღეც კი გამოცხადდა...
სიტუაცია ჯგუფში ასეთია: საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე კაბო ვერდეს 19 ქულა აქვს, მის კონკურენტ მდევარ კამერუნს 15, ხოლო შანსს ინარჩუნებს ლიბიაც (14 ქულა). დარჩენილ ორ ტურში კაბო ვერდე ლიბიას და ჯგუფის ბოლოადგილოსან ესვიტანის ეთამაშება, ასე რომ, წესით არ გაუჭირდება ლიდერის პოზიციის შენარჩუნება და ისტორიის დაწერა.
მოგეხსენებათ, კაბო ვერდემ ივნისში, ქუთაისში, საქართველოს ნაკრებთან ისპარინგა და მატჩი 1:1 დასრულდა. ვილი სანიოლის გუნდმა ის თამაში ძალიან გადახალისებული შემადგენლობით ჩაატარა.