საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულები ახალი FC 26-ის გამოსვლას მოუთმენლად ელოდებიან. იქამდე კი EA Sports-მა ახალი თამაშში Top 100-ფეხბურთელის რეიტინგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი ხვიჩა კვარაცხელია 45-ე ადგილზე იმყოფება. "კვარას" რეიტინგი FC 26-ში 87-ი იქნება.
ყველაზე მაღალი რეიტინგი თამაშში მოჰამედ სალაჰს, ალექსია პუტელასს, კილიან მბაპეს და აიტანა ბონმატის ექნებათ 91.
ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი ახალ თამაშში შემდეგნაირად გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელია 87.
გიორგი მამარდაშვილი 84
გიორგი მიქაუტაძე 77
ოთარ კიტეიშვილი 75
გიორგი ჩაკვეტაძე 74
გიორგი ქოჩორაშვილი 74
საბა ლობჟანიძე 74
საბა საზონოვი 73
ბუდუ ზივზივაძე 72
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულებს ახალი FC 26-ის თამაში უკვე 26 სექტემბერიდან შეეძლებათ, თუმცა ვინც თამაშის ულთიმეით ედიშენი შეიძინა ერთი კვირით ადრე შეეძლებათ თამაშის დაწყება.