ფეხბურთი

13:12 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

Opta-მ ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა

ჩემპიონთა ლიგის ახალი 2025-2026 წლების სეზონი 16 სექტემბერს აიღებს სტარტს. იქამდე კი საფეხბურთო სტატისტიკების და პროგნოზების ავტორიტეტულმა სპორტულმა საიტმა Opta-მ ტურნირის მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა.

სუპერკომპიუტერის აზრით წლევანდელი გათამაშების მთავარი ფავორიტი "ლივერპულია". არნე სლოტის გუნდს 20.4%-ი მიანიჭეს, მეორე ადგილზე "არსენალია" 16%-ით, ხოლო ტურნირის მოქმედი გამარჯვებული პსჟ მესამე ადგილზე იმყოფება და მათი მოგების პროცენტი 12.1-ია.

ჩემპიონთა ლიგის მოგების პროცენტული მაჩვენებელი ტოპ 10 გუნდის შემდეგნაირად გამოიყურება:

"ლივერპული" - 20.4%
"არსენალი" - 16%
"პარი სენ-ჟერმენი" - 12.1%
"მანჩესტერ სიტი" - 8.4%
"ბარსელონა" - 8.4%
"ჩელსი" - 7%
"რეალი" - 5.8%
"მიუნხენის ბაიერნი" - 4.3%
"მილანის ინტერი" - 3%
"ნიუკასლი" - 3%

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლუკა გადრანი და გიორგი ძარია ითამაშებენ.

0.170016