ფეხბურთი

16:18 | 10.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ორ ფეხბურთელს გაყიდის

ლონდონის "არსენალი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ორი ფეხბურთელი გაბრიელ ჟესუსის და ლეანდრო ტროსარის გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, მიკელ არტეტას გეგმებში არც ერთი ფეხბურთელი აღარ შედიან და მათი გაყიდვა ოფიციალურად გადაწყვიტეს. "მეთოფეთა" მესვეურებს ბრაზილიელი თავდამსხმელის გასხვისება ზაფხულშივე სურდათ, თუმცა ეს ჟესუსი ტრავმის გამო ვერ მოხდა.

გაბრიელ ჟესუსი "არსენალის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში 96 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 26 გოლითა და 20 საგოლე გადაცემით გამოირჩა. რაც შეეხება ლეანდრო ტროსარს, ბელგიელი "მეთოფეთა" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.099139