24 წლის ებრაელი ცენტრალური თავდამსხმელი ლეიჰილ აბდალა კარიერას გორის "დილას" შემადგენლობაში გააგრძელებს. არნიშნული ინფორმაცია გორული კლუბის გვერდმა დაადასტურა.
ლეიჰილ აბდალამ კარიერა ადგილობრივ "კირათ შმონაში" დაიწყო , საიდანაც საუდის არაბულ "ალ-ნასრიში" გადაბარგდა, თუმცა კარიერის უმეტესი ნაწილი სამშობლოში აქვს გატარებული იგი თამაშობდა ისრაელის ჩემპიონატის ისეთ კლუბებში როგორიცაა : "ჰაპოელ ნოფ ჰაგალილი" , "ხფარ ქასემი", "აშდოდი". "დილაში" გადმოსვლამდე კი მისი ბოლო კლუბი "ბნეი შახინი" გახლდათ.
ლეიჰილ აბდალას აქვს სანაკრებო გამოცდილებაც, იგი ისრაელის 19-წლამდე ნაკრების წევრი იყო.