გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სლოვენია დაძაბულ ბრძოლაში 99:91 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
სლოვენიის ნაკრებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყო და პირველი პერიოდი 32:21 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ გერმანია უკეთესი იყო, მეთოდურად უახლოვდებოდა მეტოქეს, დანარჩენ სამივე პერიოდში აჯობა (24:19, 25:23, და 29:17) საბოლოოდ, 99:91 მოიგო.
სლოვენია მესამე პერიოდში 74:65-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ გერმანიამ 12:0 გაქცევა მოაწყო, სწორედ ამ მონაკვეთში იყო გერმანელთა სამქულიანი თავიანთი ნახევრიდან სირენასთან ერთად, რამაც შეიძლება ითქვას, გარდამტეხი გავლენა იქონია თამაშზე და სლოვენია მენტალურად გატეხა.
ლუკა დონჩიჩმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 39 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი, მაგრამ თავის გუნდს ვერ უშველა. გერმანიამ უფრო გუნდურად ითამაშა: ფრანც ვაგნერი 23 ქულა, დენის შრიოდერი 20 ქულა, დანიელ ტეისი 15 ქულა და 9 მოხსნა.
ნახევარფინალში 12 სექტემბერს საბერძნეთი თურქეთს შეხვდება, ხოლო გერმანია ფინეთს დაუპირისპირდება.