არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი კარიერაში პირველად გახდა სამხრეთ ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი - მან რვა გოლი გაიტანა, იუწყება Opta. ამავდროულად, ეს ტურნირის ამჟამინდელი სახით დაწყებიდან (1996 წლიდან) საუკეთესო ბომბარდირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
არგენტინის (1), ეკვადორის (2), კოლუმბიის (3), ურუგვაის (4), ბრაზილიის (5) და პარაგვაის (6) ნაკრებებმა მოიპოვეს პირდაპირი საგზურები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბოლივიის ეროვნული ნაკრები (7) გავიდა პლეი-ოფის რაუნდში.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.