მიუნხენის „ბაიერნი“ გეგმავს სამი დაშავებული მოთამაშის: ჯამალ მუსიალას, ალფონსო დევისის და ჰიროკი იტოს - ნოემბერში დაბრუნებას. ამის შესახებ იტყობინება პორტალი Bayern & Germany სოციალურ პლატფორმა X-ზე.
წყაროს ცნობით, სამივე ჯერ კიდევ შორს არის მოედანზე გასვლისგან, მაგრამ აქტიური გამოჯანმრთელების ეტაპზე არიან.
მუსიალამ ტერფის მძიმე ტრავმა 5 ივლისს, პსჟ-სთან საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში (0:2)მიიღო. დევისმა მარტში, კანადის ნაკრებში თამაშისას, მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. იტომ აპრილში, „ზანქტ-პაულისთან“ თამაშში (3:2), მარჯვენა ძვალი მეორედ მოიტეხა.