ჩოგბურთი

14:49 | 11.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

არინა საბალენკამ გამოაქვეყნა ფოტოები ბექემთან და შარაპოვასთან ერთად ვახშმიდან

დიდი სლემის ოთხგზის გამარჯვებულმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ბელარუსმა ჩოგბურთელმა არინა საბალენკამ გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო ინგლისის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველ დევიდ ბექემთან და დიდი სლემის ხუთგზის ჩემპიონ, მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგან მარია შარაპოვასთან ერთად ვახშმიდან.

„კარგ კომპანიაში! გმადლობთ ვახშმისთვის!“ - მიაწერა საბალენკამ ფოტოებს.

საბალენკა, შარაპოვა და ბექემი შეხვდნენ ლუდის მწარმოებელი კომპანია Stella Artois-ის ღონისძიებაზე, რომლის ელჩებიც მარია და დევიდი არიან.

ბექჰემი 50 წლისაა, ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღზრდილია, ყველაზე მეტად ცნობილია „წითელ ეშმაკებში“ გამოსვლით. ინგლისელი ასევე თამაშობდა „რეალში“, „მილანსა“ და „პსჟ“-ში. მარია შარაპოვა რუსეთში ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელია. მარიამ 39 WTA ტიტული მოიგო (36 ერთეულებში), მათ შორის ხუთი ტიტული დიდ სლემზე და ერთი WTA-ს შემაჯამებელ ტურნირზე (2004) ერთეულებში.

ახლახან საბალენკამ 2025 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე გაიმარჯვა.

0.087615