არგენტინის საფეხბურთო ნაკრების გოლკიპერის, ემილიანო (ემი) მარტინესის ცოლი, მანდინია მარტინესი საკმაოდ პოპულარული ადამიანია. მას სოციალურ ქსელებში 800 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, სადაც მანდინია ძირითადად ოჯახური ცხოვრების სიხარულს და მდიდრულ სამოსში გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.
37 წლის მანდინია ბავშვთა ინტერიერის დიზაინის კომპანია, MiSuenos Kids-ის მფლობელია, რომელიც მან 2014 წელს დააარსა. ლონდონსა და უოტფორდში მდებარე მაღაზიებში მშობლებს შეუძლიათ შეუკვეთონ არა მხოლოდ ოთახის დიზაინი ან ავეჯი, არამედ ტანსაცმელი და სათამაშოები შვილებისთვის.
ემიც და მანდინიაც ერთი ქალაქიდან, მარ-დელ-პლატიდან არიან, თუმცა პირველად ლონდონში 2013 წელს შეხვდნენ. დიბუ ავტობუსს ელოდა და ავტობუსის გაჩერებაზე გოგონა შენიშნა. ემილიანო ქალს მიუახლოვდა, თავი გააცნო და მაშინვე კაფეში დაპატიჟა. ახლა წყვილს ორი შვილი ჰყავს: შვიდი წლის ვაჟი, სანტიაგო და სამი წლის ქალიშვილი, ავა.