„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე ანდრე ონანა კარიერას „ტრაბზონსპორში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
კამერუნელი მეკარე თურქულ კლუბს იჯარით შეუერთდა. ტრაბზონელებმა უგურჯან ჩაკირი შეცვალეს, რომელიც „გალათასარაიში“ გაყიდეს.
ანდრე ონანა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2023 წლიდან თამაშობდა და დღემდე 102 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მანამდე „ინტერის“ და „აიაქსის“ წევრი იყო.