„მანჩესტერ სიტიში“ ჯანლუიჯი დონარუმა წარადგინეს. იტალიელი მეკარე ძალიან ბედნიერია ინგლისურ კლუბში გადასვლით.
„პეპ გვარდიოლას მწვრთნელობა საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება ფეხბურთელს დაემართოს. მას ჩემი მოყვანა სურდა, ამით ვამაყობ, ეს საოცარი გრძნობაა, მასზე მისი ისტორია თავისთავად მეტყველებს. მოუთმენლად ველოდები მისი ხელმძღვანელობით თამაშს. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან დამეხმარება და ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევთ.
მინდა, „მანჩესტერ სიტიში“ ისტორია დავწერო, ჩემპიონთა ლიგა და ბევრი ტიტული მოვიგო. ეს არის კლუბი, რომელიც ყოველთვის მხიბლავდა“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ „მანჩესტერ სიტისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.