ფეხბურთი

10:35 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

რატომ გაყიდა "ლიონმა" მიქაუტაძე და არა ფოფანა? "ლიონის" მენეჯერის კომენტარი

"ლიონის" გენერალურმა მენეჯერმა მიხაელ გერლინგერმა ფრანგულ გამოცემასთან კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა, მან კომენტარი გიორგი მიქაუტაძის გაყიდვასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მისი თქმით, ქართველი ფეხბურთელის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.

"კლუბში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო იყო, რომ რომელიმე მოთამაშე გაგვეყიდა, რადგან მომავალი სეზონისთვის ნაღდი ფულის და შემოსავლის გენერირება გვჭირდებოდა. აქედან გამომდინარე გეტყვით, რომ მიქაუტაძის შენარჩუნება შეუძლებელი იყო.

რატომ გავყიდეთ გიორგი და არა ფოფანა? ჩვენ ორივე ფეხბურთელს პირადად ვესაუბრეთ. მათ კლუბის პრეზიდენტი შეხვდა და ორივე ფეხბურთელისგან მოსაზრებები მოისმინა. ფოფანამ აგვიხსნა, რომ მას სურდა შეთავაზება ისეთი კლუბისგან ჰქონოდა, რომელსაც სამომავლოდ მკაფიო გეგმები ექნებოდა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე ვიცოდით, რომ ფოფანა ჩვენთან მინიმუმ ერთი წლით დარჩებოდა." - განაცხადა გერლინგერმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე კარიერას "ვილიარეალში" გააგრძელებს. "ლიონმა" მის სანაცვლოდ 36 მილიონი მიიღო. ქართველი თავდამსხმელი ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მისი დებიუტი 13 სექტემბერს, სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ უნდა შედგეს, ხოლო 16 სექტემბერს „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ შეხვდება. მარსელინოს გუნდს ლა ლიგაში კარგი სტარტი აქვს - სამ ტურში 7 ქულა.

0.090232