ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ (FA) "ჩელსის" რეგლამენტის 74 დარღვევაზე ოფიციალური ბრალდებები წაუყენა. საქმე ეხება 2009-2022 წლების პერიოდში მომხდარ ფაქტებს, რა დროსაც კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი იყო.
როგორც ირკვევა, ბრალდებები ძირითადად შუამავლებთან მუშაობას ეხება და ფეხბურთელების საიმიჯო უფლებებში მესამე პირების ჩართვას ინვესტირების მიზნით. "არისტოკრატებს" აღნიშნულ ბრალდებებზე პასუხის გასაცემად ვადა 19 სექტემბრამდე აქვთ.
იმ შემთხვევაში თუ "ჩელსის" ბრალდებები ოფიციალურად დაუდასტურდება, შესაძლოა სასჯელის სახით კლუბს როგორც ფინანსური, ისე სპორტული სანქციები დაეკისროს.
ცნობისთვის, გამოძიება კონკრეტულად ედენ აზარის, ვილიანის და სამუელ ეტოოს ტრანსფერებზე მიმდინარეობს.