ფეხბურთი

15:03 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სანდრო ალთუნაშვილი "იბერიაში" ითამაშებს

28 წლის ქართველი ფეხბურთელი სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა და ყოფილი კლუბის "იბერიას" ღირსებას დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ალთუნაშვილი ბოლოს ავსტრიულ "ვოლფსბერგერში" თამაშობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ალთუნაშვილი სწორედ "იბერიას" აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 128 მატჩი აქვს მონაწილეობა მიღებული.

ცნობისთვის, ალთუნაშვილს კარიერის განმავლობაში "ბათუმის დინამოშიც" აქვს ნათამაშები და საქართველოს ეროვნულ ნაკრების მაისურით 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.093512