მადრიდის „რეალს“ ანტონიო რიუდიგერი დიდი ხნით გამოაკლდა.
გერმანელ მცველს მარცხენა ფეხის წინა სწორი ნაწლავის ტრავმა დაუდგინდა და დაახლოებით სამი თვე ვერ ითამაშებს. გამოჯანმრთელების პროცესის გათვალისწინებით ის მოედანზე დაბრუნებას დეკემბრისთვის ეცდება.
„სამეფო კლუბს“ ჯუდ ბელინგემიც ტრავმირებული ჰყავს, რაზეც ჩაბი ალონსომ კომენტარი გააკეთა:
„მინდა, ოპტიმისტური ვიყო, იმედი მაქვს, რომ ოქტომბრამდე დაბრუნდება. მას ველოდებით“, - აღნიშნა ესპანელმა.