კალათბურთი

23:44 | 12.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთმა საბერძნეთი გაანადგურა და ფინალშია

თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საბერძნეთი გაანადგურა და ფინალში გავიდა.

დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ენგინ ატამანის გუნდმა პრინციპულ მეტოქეს უბრალოდ შანსი არ დაუტოვა. თურქეთმა ოთხივე პერიოდში სძლია მეტოქეს და საბოლოოოდ 26 ქულის სხვაობით, 94:68 მოიგო.

თურქეთის ნაკრებმა უბრალოდ ფანტასტიკური კალათბურთი ითამაშა და თვით იანის ანტეტოკუნმპო თამაშიდან გამოთიშა. იანისმა 30 წუთში სულ რაღაც 12 ქულა მიითვალა, რასაც 12 მოხსნა და 5 პასი დაუმატა. რა თქმა უნდა, 12 ქულა იანისისთვის ძალიან ცოტაა. ყველაზე შედეგიანი ბერძენთა შორის კოსტას სლუკასი იყო - სულ რაღაც 15 ქულით.

თურქეთის ნაკრებში გაიბრწყინა ერჯან ოსმანმა, რომელმაც 28 ქულა და 6 მოხსნა დააგროა, რითაც მატჩის MVP გახდა. ალფერენ შენგუნმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 15 ქულა, 12 მოხსნა და 6 პასი. ჯედი ოსმანს 17 ქულა ჰქონდა, შეინ ლარკინს - 14.

თურქეთის ნაკრები ფინალშია, სადაც ისე მივიდა, რომ ყველა (8) მატჩი მოიგო და იქ გერმანიას შეხვდება, ასევე დაუმარცხებლად მოასპარეზეს.

საბერძნეთის ნაკრები მესამე ადგილისთვის ფინეთს შეხვდება, ორივე შეხვედრა 14 სექტემბერს გაიმართება.

0.119452