ფეხბურთი

12:20 | 13.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშმა" პორტუგალიელი შემტევი დაიმატა

სტამბოლის „ბეშიქთაშმა“ „ნოტინგემ ფორესტიდან“ ჟოტა სილვა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

26 წლის შემტევი „არწივებს“ იჯარით 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, გამოსყიდვის უფლებით, რომლის საფასური 17 მილიონი ევრო იქნება.

ჟოტა სილვას „ლეიშოეში“, „კაზა პიაში“, „გიმარაეშსა“ და „ნოტინგემში“ უთამაშია, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

0.171006