პორტუგალიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში "ეშტორილმა" "ავეშ სადი" 3:1 დაამარცხა, ხოლო ნოდარ ლომინაძემ პორტუგალიურ კარიერაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-12 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში გახსნა. ის მოედანზე 72-ე წუთამდე იყო და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
„ეშტორილმა“ სეზონში პირველად მოიგო და 5 ქულით მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 21 სექტემბერს, „ჟილ ვისენტეს“ ესტუმრება.