ესპანეთის პრიმერას მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც „რეალ სოსიედადი“ და მადრიდის „რეალი“ შეხვდნენ, დასრულდა. სტუმრებმა ანგარიშით 1:2 გაიმარჯვეს.
მე-12 წუთზე ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ „რეალი“ დააწინაურა. 44-ე წუთზე თურქმა ნახევარმცველმა არდა გიულერმა „ლოს ბლანკოსის“ უპირატესობა გააორმაგა. მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა მიკელ ოიარსაბალმა კი 56-ე წუთზე პენალტით ერთი ბურთი გაქვითა. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებმა 32-ე წუთიდან ათი კაცით ითამაშეს მცველის დინ ჰოისენის გაძევების შემდეგ.
ამ გამარჯვების შემდეგ „რეალს“ 12 ქულა აქვს. ჩაბი ალონსოს გუნდი ცხრილში პირველ ადგილზეა. „რეალ სოსიედადი“ ორი ქულით მე-17-ზე.