ფეხბურთი

21:08 | 13.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

„გაგრამ“ სტუმრად „დინამო“ დაამარცხა
"გაგრამ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

დღეს, 13 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი შეხვედრა იმართება. ერთი უკვე დასრულდა. თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

პირველი ტაიმის ბოლოს მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა დინამოელთა ბრაზილიელი ლეო ასუნსეო უხეშობისთვის გააძევა. ამან გარკვეულწილად ცხადია, იმოქმედა მატჩის მსვლელობაზე.

კულმინაცია კი უკვე კომპენსირებულ დროში მოხდა. 94-ე წუთზე დინამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა გაგრელთა ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ. საბოლოოდ - 0:1.

აღსანიშნავია, რომ ეს გაგრელთა ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა ელიგაში და მათ მნიშვნელოვნად გამოისწორეს სატურნირო მდგომარეობა. 32 ქულით ახლა ისინი მე-6 ადგილზე არიან. 35-ქულიანი „დინამო“ კი მეოთხე საფეხურზე დგას.

0.089268