ფანტასტიკური სანახაობა ვიხილეთ იტალიის სერია A-ს მე-3 ტურის მატჩში, რომელშიც ერთმანეთს „იუვენტუსი“ და „ინტერი“ შეხვდნენ. მასპინძელმა გუნდმა 4:3 გაიმარჯვა და მაქსიმალურო 9 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.
ტურინელმა მცველმა ლოიდ კელიმ მატჩში ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. „ინტერის“ ნახევარმცველმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ ანგარიში 30-ე წუთზე გაათანაბრა. რვა წუთის შემდეგ, „იუვენტუსის“ ასევე თურქმა თავდამსხმელმა კენან ილდიზმა მასპინძლები შორი მანძილიდან დარტყმით დააწინაურა. მეორე ტაიმში ჩალჰანოღლუმ მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. „ინტერის“ თავდამსხმელმა მარკუს ტურამმა 76-ე წუთზე გოლი გაიტანა და მილანური კლუბი წინ გაიყვანა, თუმცა „ზებრების“ ნახევარმცველმა კეფრენ ტურამ-ჟულიენმა 83-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. 90+2 წუთზე კი მასპინძელთა ჩერნოგორიელმა შუახაზელმა ვასილიე აჯიჩმა შორი მანძილიდან დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
„იუვენტუსი“ გალიდერდა, თუმცა დღესვე მოგვიანებით „ნაპოლი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება და შესაძლოა, ლიდერს გაუთანაბრდეს.