დღეს, 13 სექტემბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 24-ე ტურის სამი შეხვედრა იმართება. ორი უკვე დასრულდა. თბილისის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
„კახურ დერბიში“ კი „თელავი“ „გარეჯს“ დაუხვდა. მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.
ამ წუთებში „ტორპედო“ – „სამგურალის“ შეხვედრა მიმდინარეობს.
24 მატჩის შემდეგ „თელავს“ 19 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. ამდენივე თამაშის შედეგ „გარეჯს“ სამი ქულით მეტი აქვს და ერთი საფეხურით მაღლა, მე-8 ადგილზე დგას.