დღეს, 13 სექტემბერს, ინგლისურ პრემიერლიგაში 7 მატჩი იმართება. 6 უკვე დასრულდა.
„არსენალმა“ შინ „ნოტინგემ ფორესტი“ 3:0 დაამარცხა. სტუმრებს პირველად ხელმძღვანელობდა „ტოტენჰემის“ ყოფილი დამრიგებელი, ანგე პოსტეკოღლუ, თუმცა დებიუტი წარმატებული ვერ გამოუვიდა.
დუბლი მიითვალა „მეთოფეთა“ ესპანელმა ახალწვეულმა მარტინ სუბიმენდიმ. საინტერესოა, რომ სუბიმენდიმ გასულ სეზონში „რეალ სოსიედადში“ თამაშისას ჯამში მხოლოდ ორი ბურთი გაიტანა. ამდენივე აქვს უკვე პრემიერლიგაში.
„ნიუკასლმა“ შინ „ვულვერჰემპტონს“ 1:0 მოუგო. ერთადერთი გოლი ძვირადღირებულმა გერმანელმა დებიუტანტმა ნიკ ვოლტემადემ გაიტანა. „კაჭკაჭებმა“ მასში „შტუტგარტს“ 69 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. „შესანიშნავი დებიუტია, უკეთესს ვერც წარმოვიდგენგენდი. გავიმარჯვეთ და მე გავიტანე. დიდებულია. არადა, მძიმე თამაში გამოვიდა,“ - განაცხადა შემდეგ ვოლტემადემ.
„ტოტენჰემმა“ სტუმრად „ვესტ ჰემი“ გაანადგურა - 0:3.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-4 ტური. 13 სექტემბერი: არსენალი - ნოტინგემი 3:0, ბორნმუთი - ბრაიტონი 2:1 კრისტალ პალასი - სანდერლენდი 0:0, ნიუკასლი - ვულვერჰემპტონი 1:0, ევერტონი - ასტონ ვილა 0:0, ვესტ ჰემი - ტოტენჰემი 0:3, ბრენტფორდი - ჩელსი მოგვიანებით გაიმართება