სხვა

23:10 | 13.09.2025 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში საქართველოს მეტოქეები გაირკვა

ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა.

ქართველი წყალბურთელები B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად სლოვენია, საბერძნეთი და ხორვატია ერგოთ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეშვდედ იასპარეზებს. საუკეთესო შედეგი 2022 წელს ჰქონდა, როცა მეოთხედფინალში გავიდა და ტურნირი მერვე ადგილზე დაასრულა.

ევროპის ჩემპიონატი სერბეთში 2026 წლის 10 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

0.097116